02:16 - 19 Nov, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 14:11:40, 328 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბიზნესსა“ და „რითეილ ასოციაციასთან“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

1 ოქტომბერს "თიბისი ბიზნესისა" და "რითეილ ასოციაციის" წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.

დღეს SME სექტორისთვის დიდი გამოწვევას წარმოადგენს გაყიდვების არხების სწორედ შერჩევა და მსხვილ, საცალო გაყიდვების ქსელებთან მოლაპარაკება.

ერთ მხარეს არიან მცირე მეწარმეები, რომელთაც მასობრივ სეგმენტზე გასასვლელად სჭირდებათ სწორი გაყიდვების არხები, ხოლო მეორე მხარეს მსხვილი სუპერმარკეტები, რომელთან პროდუქციის დიდი ნაწილის იმპორტი უწევთ, რადგან ადგილობრივი მეწარმეები ვერ ახერხებენ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას შესაბამისი ხარისხით.  

მეწარმეების მხარეს იკვეთება ისეთი პრობლემები, როგორიცაა არასწორად შერჩეული არხები, მიწოდების არაკონსისტენტური ვადები, ხარისხის კლება ქსელში შესვლის შემდეგ და ა.შ.

ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია ამ პრობლემის მოგვარება, მეწარმეებში ცნობადობის ზრდისა და მათთვის სწორი ინსტრუმენტების მიწოდების გზით.

პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. მათ შორის განათლებას, რომელიც გადაამზადებს მეწარმეებს.

1 on 1 შეხვედრებს ქსელურ სუპერმარკეტებთან, კურსის ბოლოს შერჩეული მეწარმეები შეძლებენ პირისპირ გასაუბრებას იმისთვის, რომ მოხდეს მათი პროდუქციის შეტანაზე საბოლოო მოლაპარაკება. სხვადასხვა აქციები მცირე მეწარმეების პროდუქციაზე და B2B გამოფენა, სადაც მცირე და საშუალო მეწარმეები შეძლებენ საკუთარი პროდუქციის დემონსტრირებას ქსელური სუპერმარკეტებისთვის და სხვა პოტენციური გაყიდვების არხების წარმომადგენლებისთვის.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - STEM ოლიმპიადის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება
ახალი გვერდი მობაილბანკში - უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ფორმულას ინფორმაციით, საქართველო-EU-ის წლიური დიალოგის შეხვედრა ადამიანის უფლებების საკითხზე გაუქმდა
ISFED: საზღვარგარეთ ხმის მიცემის გაუქმება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს დააზიანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი