2024-10-02 12:16:00, 321 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიური მაკრო მიმოხილვა მთავარი ეკონომისტისგან - ისევ სენტიმენტები და სავალუტო ბუფერები
![]() აგვისტოში ეკონომიკის ზრდამ 12% შეადგინა, რაც "თიბისი კაპიტალის" დაახლოებით 9.3-10 პროცენტიან პროგნოზს აღემატება. შესაბამისად, სრული 2024 წლის მოლოდინიც აქამდე არსებულ 9%-თან შედარებით, უფრო მეტია. მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფაქტორებიდან აღსანიშნავია ტრადიციული ტურიზმისა და ადგილობრივი ექსპორტის მატება. ლარის კურსის კუთხით, "თიბისი კაპიტალის", როგორც მიმდინარე ტენდენციის შეფასება, ასევე პროგნოზი უცვლელია. საკუთრივ, საგრძნობლად მომატებულია სენტიმენტების ფაქტორის მნიშვნელობა, რაც, როგორც ჩანს, პოტენციური გაუფასურების მოლოდინების ფონზე ბოლო პერიოდის განმავლობაში, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება. თუ სექტემბრის მეორე ნახევრამდე ისტორიულად მაღალი სავალუტო შემოდინებების პარალელურად ეს ლარის გაცვლით კურსს არ გადაეცემოდა და, უფრო მეტიც, სებ-ს აგვისტოში სავალუტო რეზერვების შევსების საშუალებაც კი ჰქონდა, თვის მეორე ნახევრიდან ლარზე ნეგატიური ზეწოლა გაძლიერდა და მცირედ გაუფასურებაში გამოიხატა. რაც შეეხება პროგნოზს, ის 2024 წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის დაახლოებით 2.8 ნიშნულს, შემდგომ კი ლარის გამყარებას ითვალისწინებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოლოდინების ცვლილებისას, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, სენტიმენტების ფაქტორი ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. ასევე, "თიბისი კაპიტალის" აზრით, უცვლელია საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის დასუსტების შედარებით მაღალი ალბათობაც. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
თამარ ჩერგოლეიშვილი - 26 მაისს, 19:00 საათზე პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს
ნიუ იორკში, მდინარე ჰუდსონზე, სატვირთო ხომალდზე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი
სერიალ დიდებული საუკუნის მთავარი როლის შემსრულებელს სასამართლომ 1 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსეთმა ხარკოვის მახლობლად 50 000-კაციანი ძალები კონცენტრირება მოახდინა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ს მტერი - რუბიომ ოცნების რეჟიმს, მისი კუთვნილ ადგილისკენ მიუთითა
![]() მოლაპარაკებები სტამბულში - უკრაინა და რუსეთი მშვიდობისგან შორს არიან
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა ხარკოვის მახლობლად 50 000-კაციანი ძალები კონცენტრირება მოახდინა
![]() რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|