2024-10-02 11:39:08, 276 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
"საქართველოს ბანკმა" ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია "საქართველოს ბანკსა" და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეთერთმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. შეთანხმების ფარგლებში, დამატებით, ბანკმა ამ წლის განმავლობაში, 47,5 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკმა" 50 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება იმავე მიზნობრიობით Citi-ისგან გასულ წელსაც მიიღო. “მოხარული ვართ, რომ ჩვენი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ინსტიტუტის, Citi-ის პარტნიორობა გრძელდება, რაც მორიგი შეთანხმებით, 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებით გამოიხატა. ამ ტიპის გარიგებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის გაძლიერებისთვის. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს "საქართველოს ბანკის" ურყევ ძალისხმევას, იზრუნოს ბიზნესისთვის საუკეთესო ფინანსური შესაძლებლობების შექმნაზე, ამასთან, ხაზს უსვამს ნდობას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ჩვენ მიმართ გამოხატავენ. მადლობას ვუხდით Citi-ს თანამშრომლობისთვის, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას, რათა მათ მოიპოვონ ახალი შესაძლებლობები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი. „ჩვენ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან - "საქართველოს ბანკთან" მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რითაც ძალიან ვამაყობთ. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Citi-ს მხრიდან არა მხოლოდ მომხმარებლების ბიზნეს საქმიანობისა და ზრდის ამბიციების, არამედ მთლიანად საქართველოს მიმართ ურყევ და გრძელვადიან მხარდაჭერას“, - აღნიშნავს ემრე უმუთი, Citi-ს ფინანსური ინტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელი შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში. ავტორი: R (რეკლამა), ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვულ ობიექტებს უნდა დაარტყას
მედია - ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა დაღუპულია, სულ მცირე, 70 ადამიანი
ნათია უჩავა 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია
ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, როგორ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას
|
ომი უკრაინაშირუსეთის ძალებმა ხერსონი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსეთში 2 ნავთობბაზა იწვის [ვიდეო]
არჩევნები 2024
ომბუდსმენი მოუწოდებს ცესკოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ
კალაძე - წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
სინგაპურის სასამართლოს განაჩენი ივანიშვილის საქმეზე, რომელიც საქართველოში არასოდეს გამოქვეყნებულა
მთავარი თემა
|