14:41 - 24 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 17:14:34, 280 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკა მსოფლიოში

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს სიტყვით გამოვიდა გზამკვლევ “ტურიზმი ქმნის ბიზნესს: საქართველოში ინვესტირება" ოფიციალური გადაცემის ცერემონიალზე, რომელიც მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა დამსწრე საზოგადოებას - მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო. პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკაა.

“ჩვენ ვართ ეკონომიკა, რომელიც დიდად არის დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ჩვენ ვართ  ღია, ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკა მსოფლიოში, ხელს ვუწყობთ ღია ბაზარს, ეკონომიკურ თავისუფლებას, ჩვენ გვაქვს ბიზნესზე ორიენტირებული გარემო, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოს ერთ მესამედთან, პრაქტიკულად ორ მილიარდ ადამიანთან. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, ამავე დროს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ - ევროკავშირთან გვაქვს  ე.წ DCFTA ანუ ყოვლისმომცელი სავაჭრო ხელშეკრულება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები და სავაჭრო ხელშეკრულებები  ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან, ისევე როგორც თურქეთთან და სხვა უამრავ ქვეყანასთან",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ზოგადად, ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე საუბრისას აქცენტი გააკეთა პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესზე და ამ კუთხით მიღწეულ წარმატებაზე. მისი ინფორმაციით, გასულ წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეადგენდა 9,7 %-ს და ეს მაჩვენებელი 2024 წელსაც, პირველი შვიდი თვის მონაცემებით შენარჩუნებულია. ამასთან, მან ხაზი გაუვა, რომ ქვეყენაში ასევე ძალიან სტაბილურია მაკროეკონომიკური პარამეტრებიც, მათ შორის ინფლაციის დონე.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტიციებზე, ინვესტორს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ეკონომიკასა და მის  მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში. ჩვენ საკმაოდ კონსერვატულ მიდგომას ვიყენებთ მაკროეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, გვაქვს კონტროლის სხვადასხვა მექანიზმები და ვართ პირველი ქვეყანა პანდემიის  მერე, რომელმაც მოახერხა ინფლაციის გაკონტროლება - დღევანდელი ინფლაციიის დონე ნამდვილად დადგენილ პარამეტრებში არის.  ასევე გვაქვს ძალიან მცირე საბიუჯეტო დეფიციტი რაც არის  2%-ის პარამეტრებში. ჩვენ არ ვართ მარტივ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, მაგრამ საქართველოს ეკონომიკამ ნამდვილად მოახდინა საკმაოდ დიდი მდგრადობის ჩვენება ასეთი ეკონომიკური შოკების წინაშე",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე ღონისძიების მონაწილეებს გააცნო მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა, მათ შორის კერძო სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით, რომლის ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში". მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეიტინგებში საქართველოს მაღალ პოზიციებზე როგორც ბიზნესის კეთების, ისე უცხოური ინვესტიციებისთვის კლიმატის თვალსაზრისით.

“ჩვენ ვართ ერთ-ერთი ტოპ ქვეყანა, რომელიც ნამდვილად გახსნილია და დიდი სიამოვნებით იღებს პირდაპირ უცხოურ  ინვესტიციებს, რადგან ეს მნიშნელოვანია ეკონომიკის ზრდისთვის, განვითარებისთვის.  ასეთი  მიდგომით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციას მოვიზიდავთ. დიდი სიამოვნებით ველოდებით და მივიღებთ ასეთ ინვესტიციას ნებისმიერი ქვეყნიდან",- განაცხადა დავითაშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დანიის ელჩი - ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომების გამო დანია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს
ლიეტუვის საგარეო - ზურაბ ჯაფარიძის დაკავებების გამო ღრმად შეშფოთებულები ვართ
ტატო ხვედელიანი - მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისის გამოყენება არ მოხდეს პარტიული ინტერესებისთვის
შალვა პაპუაშვილი - წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი