00:35 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 22:23:31, 549 ნახვა

სამირა ბაირამოვას დაკითხვა დასრულდა

სამირა ბაირამოვას დაკითხვა დასრულდა, 17 წლის სამირამ, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გატაცებული იყო, ისან-სამგორის სამმართველოს შენობა დაკითვის შემდეგ დატოვა.

სამირა ბაირამოვა პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მან პოლიციის დატოვებისას კომენტარის გაკეთება არ ისურვა. როგორც ადგილზე მყოფმა ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაირამოვას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დაზიანებები არ აღენიშნება.


მისივე ინფორმაციით, გოგონაზე ზეწოლა და ძალადობრივი ქმედება არ განხორციელებულა. 
სამირა ბაირამოვა რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა მისამართზე იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სავარაუდოდ ორი დღის განმავლობაში იგი თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხოლო გუშინ იგი გაათავისუფლეს. 
ოჯახი სარჩელის გამოტანას არ აპირებს.

სამირა ბაირამოვა კონკრეტულ სახელებს და გვარებს ასახელებს. თუმცა, მათი ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება. 

ცნობისთვის, გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვა დღეს იპოვეს. ის სამართალდამცველებს თავად დაუკავშირდა და ადგილსამყოფელი შეატყობინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics