2024-09-24 14:46:24, 322 ნახვა
ეკონომიკა
30-ჯერ მეტი PLUS ქულა - „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით ბიზნესები განსაკუთრებულ შეთავაზებას შექმნიან
![]() “საქართველოს ბანკი“, Ads მენეჯერის კამპანიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, Ads მენეჯერის დახმარებით, ბიზნესს შეუძლია, საკუთარ მომხმარებლებს 30-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვება შესთავაზოს. ხოლო ბიზნესის მიერ გაწეულ ხარჯს 30-ჯერ მეტ პლუს ქულას, რომელიც მომხმარებელს უნდა გადაეცეს, AmEX და “საქართველოს ბანკი“ დაფარავენ. ინფორმაციისთვის, კამპანიის ფარგლებში ბიზნესების მომხმარებლებს მაქსიმუმ 10000 პლუს ქულის დაგროვება შეუძლიათ. Ads მენეჯერი “საქართველოს ბანკის“ პლატფორმაა, რომლის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, ფასდაკლების, ქეშბექის ან პლუს ქულების შეთავაზებები შექმნან და “საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე წარუდგინონ. “მოხარული ვართ, რომ “საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის კამპანია გრძელდება და ჩვენ ბიზნესებს ვაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, მოიზიდონ მომხმარებლები და გაზარდონ გაყიდვები. მუდმივად მზარდი ინტერესი Ads მენეჯერის მიმართ კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვქმნით თანამედროვე ბიზნესებისთვის სასარგებლო ტექნოლოგიურ პროდუქტებს. საგულისხმოა, რომ ციფრულ პლატფორმებს, სადაც ბიზნესის შეთავაზება ჩანს, დღეს 1 500 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო კამპანიას შევთავაზებთ ბიზნესებს“, - აცხადებენ “საქართველოს ბანკში“. Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის დეტალური გზამკვლევი იხილეთ აქ. თუ ხართ კომპანიის დირექტორი, შეთავაზების შექმნა manager.bog.ge-დან შეგიძლიათ იმ მომხმარებლის სახელსა და პაროლის გამოყენებით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში იყენებთ. ხოლო თუ ხართ მარკეტერი, შეთავაზების შექმნისთვის დირექტორს აქვს შესაძლებლობა, manager.bog.ge-ზე შესაბამისი როლი მოგანიჭოთ. 30-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზებაზე სრული ინფორმაციისთვის ან დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს, შეავსეთ ფორმა და “საქართველოს ბანკის“ პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი ამომწურავ პასუხებს გაგცემთ.
უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას
ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები
სალომე სამადაშვილი - ამომრჩევლის უმრავლესობის მოთხოვნა არის ცვლილება ქვეყანაში
ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღამით თეირანში 80 სამიზნეს დაარტყეს, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან კი - 170-ზე მეტს
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაშიუკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას
![]() რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|