2024-09-19 17:50:11, 676 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც EU-ის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას მისცენ უფლება, რუსეთში დასავლური იარაღი გამოიყენოს
ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას მისცენ უფლება, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთში ლეგიტიმური სამიზნეების წინააღმდეგ,- ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 425-მა დეპუტატმა დაუჭირა, 131 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 63-მა ევროპელმა კანონმდებელმა არჩევანისგან თავი შეიკავა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის გარეშე, უკრაინა სრულად ვერ იყენებს თავდაცვის უფლებას და თავისი მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების წინაშე მოწყვლადი რჩება. პარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ სამხედრო დახმარების არასაკმარისი მიწოდება და მათი გამოყენების შეზღუდვა ამ დრომდე გაწეულ ძალისხმევაზე უარყოფითად აისახება. “დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეასრულონ 2023 წლის მარტში აღებული ვალდებულება უკრაინისთვის ერთი მილიონი ჭურვის მიწოდებასთან დაკავშირებით და დააჩქარონ შეიარაღების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდება. ევროპარლამენტის წევრები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის ქვეყნებს, შეინარჩუნონ და გააფართოონ სანქციები რუსეთის, ბელარუსისა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო და ტექნოლოგიურ დახმარებას უწევენ. ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ გმობენ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური იარაღის მიწოდებას და თეირანისა და ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითხოვენ. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, აქტიურად იმუშაონ უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და ომის მშვიდობიანი დარეგულირების გზების განსასაზღვრად. ამავე დროს, ევროპარლამენტის დეპუტატები აღნიშნავენ, რომ კონფლიქტის დარეგულირების ნებისმიერი გზა უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას“,- აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, ხანძარი მძვინვარებს ყაზანში უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შემდეგ - ვიდეო
სადამკვირვებლო ორგანიზაციები - ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების
ნორვეგიის საგარეო მინისტრი - ჩვენს შეშფოთებებს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ადასტურებს ეუთო/ოდირის დასკვნა
მარგიშვილი - EQAR- ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან
|
ომი უკრაინაშიხანძარი მძვინვარებს ყაზანში უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შემდეგ - ვიდეო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
|