|
2024-09-19 13:02:31, 450 ნახვა
ეკონომიკა
ქვრივიშვილი - EasyJet საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის დიდი აღიარება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განაცხადია ევროპის ტურისტულ ბაზარზე
ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - საბოლოოდ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ბრიტანულ ავიაკომპანია easyJet-თან, რომელიც საქართველოში ოპერირებას იწყებს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი აღიარება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შემოდის კიდევ ერთი ახალი, ძალიან ძლიერი საერთაშორისო ბრენდული ავიაკომპანია, რომელიც გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, გააძლიერებს ქვეყნის ტურისტულ პროდუქტს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლის აპრილიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს. მოლაპარაკების და ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირების დეტალებზე დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორ ირაკლი ქარქაშაძესთან და ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გამართა. მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მისი წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კომპანიის საქართველოს ბაზარზე ოპერირების პროცესს. „ჩვენი ინდუსტრიისთვის EasyJet ის შემოსვლა არის სრულიად ახალი განაცხადი. მისი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლით მოვახდენთ ეკონომიკის ორი ძირითადი მიმართულების - ტურიზმის და ავიაციის განვითარებას. ვგეგმავთ, რომ ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოოთ სამივე ქვეყანაში იმისთვის, რომ პარტნიორ ავიაკომპანიასთან ერთად შევძლოთ და უფრო მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ საქართველოში. ავიაცია საკმაოდ რთული და კომპლექსური სექტორია და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი და ორი დღის მუშაობის შედეგი, საკმაო ხანია, ჩვენი გუნდი პარტნიორებთან ერთად აღნიშნულ თემაზე მუშაობს და მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები ლოგიკურად, წარმატებით დავასრულეთ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი easyJet მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-11 ავიაკომპანიაა. 2023 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ 83 მლნ მგზავრი გადაიყვანა, წლიური შემოსავალი კი 10.8 მლრდ აშშ დოლარის ექვივალენტი იყო. კომპანია 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. დღეს პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბრიტანული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მთავრობის ეკონომიკური გუნდის სწორი, მათ შორის საავიაციო პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა. „ასეთი ძლიერი ბრენდის შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას ძალიან გააძლიერებს. დარწმუნებულები ვართ, რომ 2025 წლის მარტიდან ჩვენ უკვე ვნახავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს აღნიშნული ქვეყნებიდან", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)