20:51 - 21 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-15 10:43:37, 376 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 633 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 633 800-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 15 სექტემბრის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 633 800;
  • ​ტანკი - 8 680;
  • ჯავშანტექნიკა - 17 063;
  • საარტილერიო სისტემა - 18 109;
  • სარაკეტო სისტემა - 1 186;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 947;
  • თვითმფრინავი - 369;
  • ვერტმფრენი - 328;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 15 234;
  • საკრუიზო რაკეტა - 2 592; 
  • გემი/ნავი/კატარღა - 28;
  • წყალქვეშა ნავი - 1; 
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 24 684;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 3 084.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში სვანების, რაჭველების, აჭარლების, იმერლების, მეგრელების და ქართლელების მსვლელობები იმართება [ვიდეო]
2024 წელს ნაძალადევის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
ზურაბიშვილი - მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, 21:00 საათზე სიტყვით გამოვალ
ზურაბშვილი - ჯერ არ ვართ საბჭოთა სისტემაში, რომ კობახიძის ნათქვამი, ყველამ დაიჯეროს

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics