|
2016-02-20 14:19:36, 713 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით გადამზადება ყველა პროკურორმა და სისტემის გამომძიებელმა გაიარა
მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით გადამზადება ყველა პროკურორმა და სისტემის გამომძიებელმა გაიარა, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, ტრენინგებში ჩართული იყვნენ როგორც რიგითი, ისე მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული პირები. „მთავარ პროკურატურაში მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ყველა პროკურორისა და გამომძიებლის გადამზადების პროცესი დასრულდა. ტრენინგებში ჩართული იყვნენ როგორც რიგითი, ისე მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული პირები. მომზადდა რეკომენდაცია და გამოკითხვის/დაკითხვის მეთოდოლოგია, რომელიც პრატქიკაში კანონმდებლობის სწორ ინპლემენტაციას ისახავს მიზნად. პროკურორთა და სისტემის გამომძიებელთა გადამზადების პირველი ეტაპი სამართლებრივ საკითხებს მოიცავდა. პროკურატურა ეტაპობრივად გეგმავს თანამშრომელთა ინტენსიურ გადამზადებას მოწმეთა გამოკითხვა/დაკითხვის მეთოდოლოგიაში, მათთან ურთიერთობის ფსიქოლოგიაში. ასევე, საქართველოს პროკურატურაში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა პროკურატურის, სასამართლო და ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც ერთგვარი პრაქტიკის დანერგვას ისახავს მიზნად. აღნიშნული ფორმატით შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს პრაქტიკაში წარმოქმნილი სირთულეების დროულად იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას. ამასთან, პროკურორთა მონაწილეობით და სხვა უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით, ამ მიმართულებით ჩატარდება მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია. დაგეგმილი ღონისძიებები პრაქტიკაში საკანონმდებლო ცვლილებების წარმატებით დანერგვისა და გამოძიების ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)