|
2024-09-04 11:20:34, 598 ნახვა
ომი უკრაინაში
ლვოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია
ლვოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია, 38 მოქალაქე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, ლვოვის მერი ანდრეი სადოვოი და ლვოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატი იგორ ზინკევიჩი ავრცელებენ. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მსხვერპლთა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ლვოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა, იგორ ზინკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში 50-ზე მეტი სახლია დაზიანებული. მათგან ექვსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება. გარდა ამისა, დაზიანდა 2 სამედიცინო დაწესებულება და სკოლის 2 შენობა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ფოტოები, რომელზეც თავდასხმის შედეგებია ასახული. “ჩვენი ყველა პარტნიორი მსოფლიოში, რომელიც უკრაინას საჰაერო თავდაცვით ეხმარება, სიცოცხლის ნამდვილი დამცველია. და ყველა, ვინც პარტნიორებს არწმუნებს, რომ უკრაინას მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გადასცენ სამართლიანი პასუხისთვის, მუშაობს იმისთვის, რომ არ დაუშვას სწორედ ასეთი რუსული ტერორისტული დარტყმები უკრაინულ ქალაქებზე. ტერორი უნდა შეჩერდეს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)