|
2016-02-19 18:42:05, 584 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ვანო მაჭავარიანი პაატა ბურჭულაძემ შეცვალა
„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი პაატა ბურჭულაძე გახდა. მან ამ თანამდებობაზე ვანო მაჭავარიანი შეცვალა. თუმცა მაჭავარიანი ფონდში რჩება. ვანო მაჭავარიანი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მან ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, თუმცა ის ფონდიდან არ წასულა. „მე შემიძლია დაგიდასტუროთ ერთი რამ, რომ ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დავტოვე და ეს მოხდა გეგმის შესაბამისად. ჩვენ როდესაც ფონდი დავაფუძნეთ, მაშინ ვთქვით, რომ როდესაც თემატური ჯგუფებით და ხედვებით მომზადდებოდა ფონდი, მასში პაატა ბურჭულაძე სრულად ჩაერთვებოდა. როდესაც მოხდებოდა რეგიონული ოფისების გახსნა, თავისი თემატიკისა და პრობლემატიკის წარმოჩენით. ამის შემდეგ პაატა ბურჭულაძე პროცესებში უშუალოდ ჩაერთვებოდა. ეს იყო ჩემი პირადი პოზიცია. ზუსტად ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რაც გვქონდა. ამ თვალსაზრისით მე ჩემი ფუნქცია შევასრულე და ახლა ფონდს პაატა ბურჭულაძე უხელმძღვანელებს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა. მისივე თქმით, ის დღეიდან ფონდის საგარეო ურთიერთობების განვითარებით იქნება დაკავებული. „ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ვიმუშავებ, რათა მოხდეს ფონდის წარმოჩენა, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ეს მნიშვნელოვანია ფონდისთვის და იმისათვის, რომ მივიღოთ ის შედეგი რა მიზანიც ფონდს დასახული აქვს“, - განუცხადა ვანო მაჭავარიანმა „ექსპრესნიუსს“. ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ დღეს განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას დაიკავებს. „ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვუხელმძღვანელო ჩემივე დაფუძნებულ ორგანიზაციას და უშუალოდ, შევხვდე საზოგადოებას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბრძოლა ქვეყნის ეფექტური განვითარებისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვანო მაჭავარიანს ფონდში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის მშენებლობის საწყის ეტაპზე“, - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)