11:36 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 18:39:26, 458 ნახვა

პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე: მთავრობის ადმინისტრაციაში დამიდასტურეს, რომ ულტიმატუმი წაყენებულია ხიდაშელის მხრიდან

„გარკვეული ულტიმატუმი წაყენებულია თინა ხიდაშელის მხრიდან ან ჩვენ, ან სანდრო ბრეგაძეო“, - ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრს მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით ულტიმატუმი წაუყენა.

„მთავრობის ადმინისტრაციაში ჩემს წყაროებთან გადავამოწმე და დამიდასტურეს, რომ არის გარკვეული ულტიმატუმი წაყენებული ხიდაშელის მხრიდან: ან ჩვენ, ან სანდრო ბრეგაძეო. ჩემთვის არანაირი სკამი, არანაირი თანამდებობა არ არის იმაზე მაღლა, ვიდრე ჩემი მორალურ-ზნეობრივი პრინციპი, რომელიც მკარნახობს, რომ სამარცხვინო და ამაზრზენია კოალიციაში იმ ხალხთან ერთად ყოფნა, რომლებიც იმის მაგივრად, თავის ჩადენილ დანაშაულებს ინანიებდნენ, ცდილობენ დანაშაული კიდევ უფრო განავრცონ. 

თავის დროზე წინააღმდეგი ვიყავი მათთან ერთად კოალიციაში ყოფნისა, მაგრამ მაშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის" ფაქტორი. ბევრმა ჩემმა კოლეგამ ამიხსნა, რომ „რესპუბლიკელები" ამ ბრძოლაში გარკვეულწილად საჭიროები იყვნენ, მაგრამ მე არ ვფიქრობდი ასე. ისინი აპირებენ მომავალ პარლამენტში ხელისუფლების უზურპაციას. სანდრო ბრეგაძე კი არა, უნდა გადააყენონ თინა ხიდაშელი და საგარეჯოს არჩევნების გამო  პასუხისგებაში მისცენ", - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics