|
2016-02-19 18:21:03, 503 ნახვა
პოლიტიკა
დავით ლორთქიფანიძე ხაჩიძეს: თქვენ საერთოდ ბავშვობა გქონდათ ან უბნის ფენომენი იცით რა არის?!
„თქვენ საერთოდ ბავშვობა გქონდათ, ან უბნის ფენიმენი იცით რა არის?!“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დავით ლორთქიფანიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გოგა ხაჩიძეს მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე ინიცირებული პროექტის განხილვისას. „თქვენ საერთოდ ბავშვობა გქონდათ? გარდატეხის პერიოდი, ან უბნის ფენომენი იცით რა არის?! ამ კითხვას ძალიან სერიოზულად ვსვამ. მე მგონი, შენ ვერ გრძნობ, რა საკითხი გამოგაქვს", - მიმართა ხაჩიძეს დავით ლორთქიფანიძემ. ცნობისთვის, პარლამენტი გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივას პლენარული სხდომის ფორმატში განიხილავს. პროექტი მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობის შემცირებას ითვალისწინებს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)