02:03 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 09:31:23, 689 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბმა F-16-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნა დაადასტურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, F-16-ის ტიპის თვითმფრინავის  განადგურების ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის დროს F-16-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა.

"26 აგვისტოს რუსეთის საჰაერო იერიშის მოგერიებისას, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა F-16-ები გამოიყენა.

საჰაერო ორთაბრძოლის დროს ავიაგამანადგურებლებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს და მეტოქის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა. 

ერთ-ერთმა თვითმფრინავმა იერიშის დროს ბაზასთან კავშირი დაკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა თვითმფრინავი ჩამოვარდა, მფრინავი დაღუპულია", - წერია გენშტაბის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics