02:44 - 14 Aug, 2026
|
2024-08-26 13:33:49, 675 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშის გამო პოლონეთმა საკუთარი ავიაცია გააქტიურა
რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მასირებული სარაკეტო იერიშის გამო პოლონეთმა საკუთარი ავიაცია გააქტიურა. ამის შესახებ პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. სამხედროების ცნობით, პოლონეთში აკვირდებიან რუსეთის ინტენსიურ დარტყმებს ობიექტებზე, რომლებიც “მათ შორის, უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს“. "პოლონეთის მონაცემებით, რუსული ავიაციის მსგავსი გააქტიურება, რომლის დროსაც დასავლეთ უკრაინაში დარტყმები განხორციელდა, უკანასკნელად დაფიქსირდა 8 ივლისს. მაშინ რუსეთმა მასობრივი სარაკეტო დარტყმა მიიტანა კიევზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა",- ნათქვამია ინფორმაციაში. პოლონელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო პროცედურა ამოქმედებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)