|
2016-02-19 14:16:14, 418 ნახვა
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელ დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელ დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფო ჯაფარიძემ დუბრავკა სიმონოვიჩს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობებზე. საუბარი შეეხო, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს, საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის საქმიანობას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2013-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაზე და 2016-2017 წლების ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე. სოფო ჯაფარიძემ ასევე ისაუბრა გაერო-ს სააგენტოთა მიერ მომზადებულ კონცეფციაზე, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებას ეხება. აღნიშნული მექანიზმის ამუშავებისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების არსებულ სერვისებზე და მათი გაუმჯობესების მიზნით დასახულ გეგმებზე. პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განიხილეს ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) რატიფიკაციის მიზნით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე. დუბრავკა სიმონოვიჩი, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელის რანგში, პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს და დღეს, 3 საათზე იგი გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც წარმოადგენს წინასწარ დასკვნებს მისი ვიზიტის თაობაზე.
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)