|
2016-02-19 09:43:42, 439 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის ბრალდებებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა მხოლოდ ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას. ამასთან, კვირიკაშვილმა თანაგუნდელებს მოუწოდა, თუ რაიმე შეკითხვები აქვთ, სხვა წესით განიხილონ. „მინდა გამოვეხმაურო თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებებს და ვთქვა, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას. აბსოლუტურად ყველანაირი საფუძვლის გარეშე, მინდა მოვუწოდო ჩვენ თანაგუნდელს, რომ თუ მათ აქვთ შეკითხვები, სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა იხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ კოალიცია, არამედ ყველა ადამიანი, ვინც მზად არის, რომ ეს ტვირთი ჩვენთან ერთად აიღოს და ეს ტვირთი არ არის მსუბუქი, ვინც მზად არის, რომ იმ პრინციპებით და იმ ხედვით, რომელი ხედვითაც მივდივართ წინ, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, კარი გავუღოთ. არა თუ იმაზე ვიფიქროთ, რომ ჩვენ დავიშალოთ, მივცეთ სალაპარაკო იმ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად უხარიათ ეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)