|
2016-02-19 09:10:54, 311 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრა გაიმართება
თბილისში დღეს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეხუთე შეხვედრა გაიმართება. საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერება თბილისის განცხადებას. მინისტრები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთს მოინახულებენ. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და მისი ტესტირება წარმატებით განხორციელდა 2015 წელს. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს გაიმართა, სადაც მინისტრებმა ხელი მოაწერეს „ტრაპიზონის დეკლარაციას". დეკლარაცია ფიკუსირებულია სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, ტრანსპორტის, საბანკო, გარემოს დაცვის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში. საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრას საქართველო მეორედ მასპინძლობს.
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)