|
2016-02-18 20:42:37, 533 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ EPN- Research პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გაასაჯაროებს
საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიამ EPN- Research -მა ჩაატარა გამოკითხვა, რის მიხედვითაც რესპოდენტებმა მათთვის სასურველი სხვადასხვა პოლიტიკური პარტია დაასახელეს. ანკეტირება საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი და თელავი. EPN- Research მიერ სულ გამოიკითხა 2000 საქართველოს მოქალაქე - წარმომადგენლებითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში. რესპოდენტის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ქართულ ენაზე. EPN- Research გამოიკითხა მხოლოდ ის რესპოდენტები, რომელთაც არჩევანი გაკეთებული აქვთ და რესპოდენტების მონაცემებით, პოლიტიკურ არჩევანს არ შეიცვლიან. შესაბამისად კვლევაში, რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ არჩევანი არ გაუკეთებიათ, არ მოხვდნენ. EPN- Research ატარებს საზოგადოებრივ კვლევებს, რათა ხელი შეუწყოს პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, მოსახლეობის განწყობას და დაეხმაროს მათ, ამოიცნონ და იზრუნონ მოსახლეობის მნიშვნელოვან საკითხებზე. გამოკითხვის შედეგები ხვალ ქართულ მედიასაშუალებეში გავრცელდება. გამოკითხვის საველე სამუშაოები ჩატარდა 2016 წლის 8-29 იანვრის. EPN- Research არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია რომელიც 2012 წლიდან მუშაობს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)