04:36 - 14 Aug, 2026
|
2024-08-14 17:27:35, 792 ნახვა
ომი უკრაინაში
ესტონეთის პრემიერი - დიახ, ჩვენ უკრაინას სხვადასხვა ოპერაციაში მხარს სრულად ვუჭერთ
დიახ, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას სხვადასხვა ოპერაციაში მათი ქვეყნის გასათავისუფლებლად და გამარჯვების მისაღწევად,- ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა განაცხადა. როგორც მიხალმა ჰელსინკში ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ესტონეთი უკრაინას მხარს უჭერს "ყველანაირად - თანხით, სხვადასხვა საქონლით, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს". "მხარს ვუჭერთ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის, ყველანაირად, თანხით თუ სხვადასხვა საქონლით, რომლის წარმოებაც შეგვიძლია. ასე რომ, დიახ, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას სხვადასხვა ოპერაციაში მათი ქვეყნის გასათავისუფლებლად და გამარჯვების მისაღწევად. გულახდილად რომ გითხრათ, პირადად მე მათ წარმატებას ვუსურვებ",- ამბობს მიხალი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)