12:28 - 15 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-06 09:44:19, 390 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 585 140-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 585 140-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 6 აგვისტოს 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 585 140;
  • ​ტანკი - 8 421;
  • ჯავშანტექნიკა - 16 294;
  • საარტილერიო სისტემა - 16 384;
  • სარაკეტო სისტემა - 1 138;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 910;
  • თვითმფრინავი - 365;
  • ვერტმფრენი - 326;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 13 158;
  • საკრუიზო რაკეტა - 2 420;
  • გემი/ნავი/კატარღა - 28;
  • წყალქვეშა ნავი - 1; 
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 22 148;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 2 738.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლადო ბოჟაძე გახარიაზე თავდასხმაზე - ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის
სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
საქალაქო სასამართლოში, გიორგი ოკმელაშვილის პროცესი მიმდინარეობს
2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics