|
2016-02-18 14:34:58, 407 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: არ არსებობს შეკრება, სადაც თურქეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრიც, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს არ აყენებდეს
„არ არსებობს მინისტერიალი, ან რამე ფორმალური ან არაფორმალური შეკრება ნატოს ფარგლებში, სადაც თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრიც, ცალსახად არ აყენებდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა. თინათინ ხიდაშელს გადაცემის წამყვანმა შეკითხვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს იმ განცხადების შესახებ დაუსვა, რომლის თანახმადაც, ნატოს სამიტზე თურქული მხარე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს დასვამს. „ბატონი მევლუთი საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარია. ის ჯერ კიდევ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იცავდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და მე მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა მას ამისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრად სულ რამდენიმე დღის დანიშნული იყო ანტალიის სამიტის წინ და გვახსოვს ყველას მისი ძალიან მკვეთრი განცხადებები, რომ შემდეგი სამიტის ადგილი უნდა იყოს თურქეთი და შემდეგი სამიტი უნდა იყოს საქართველოზე ნატოს გაწევრიანების სამიტიო“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმოუდგენელი ხასიათის და მასშტაბის მხარდაჭერა გამოხატა თავდაცვის ბოლო მინისტერიალზეც. „მინისტრმა პირდაპირ თქვა, სიტყვასიტყვით გაიმეორა ჩვენი მოთხოვნა და თქვა, რომ, რა თქმა უნდა, თურქეთი ამას მხარს უჭერს და შემდეგ დაამატა, რომ აპრიორი მხარს ვუჭერთ ყველა წინადადებას და მოთხოვნას, რომელსაც საქართველო ინტეგრაციის მიმართულებით დააყენებსო. ეს, ბუნებრივია, პარტნიორობის დასტურია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. მინისტრის განმარტებით, ნატოს წევრ ქვეყნებში დღეს არის მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას, მაგრამ ქვეყანაში ამის გამო მცდარი მოლოდინები არ უნდა შეიქმნას. საქართველომ ინტეგრაციისკენ სწრაფვა და რეფორმები უნდა გააგრძელოს და ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)