2024-08-02 10:47:03, 255 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ სამცხე-ჯავახეთში მეფუტკრეებს, მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა გააცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში, ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა და ახალი სახელმწიფო პროგრამა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მეფუტკრეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი სკაზე, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარი ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. "მეფუტკრეების მხარდამჭერი ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა ჩვენმა ფერმერებმა, გააფართოვონ საფუტკრე მეურნეობა და გაზარდონ თაფლის წარმოება. პროგრამის ფარგლებში, ისინი შეძლებენ, როგორც საკუთარი სკების განახლებას, ასევე ახლის შეძენას. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფერმერების ხელშემწყობი არაერთი ღონისძიება გავატარეთ, 200-ზე მეტი კოოპერატივი დავაფინანსეთ სხვადასხვა აღჭურვილობის შეძენის, ასევე სკების განახლების მიმართულებით. გავაძლიერეთ ლაბორატორიული შესაძლებლობები, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდა სრულიად შეუფერხებლად თაფლის ექსპორტი სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებში და ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, იმისთვის, რომ გამოვიყენოთ და ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც ამ მიმართულებით გაგვაჩნია და ფერმერებს მხარი დავუჭიროთ ხარისხიანი და მეტი პროდუქციის წარმოებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, მეფუტკრეობა რეგიონში საკმაოდ განვითარებული დარგია. სახელმწიფო წლებია მეფუტკრე ფერმერებს სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს. ახალი პროგრამაც ადგილობრივი მოსახელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეფუტკრე ფერმერები ახალ პროგრამას დადებითად აფასებენ. მინისტრთან შეხვედრის დროს მათ ხაზი გაუსვეს, რომ მიზნობრივი პროგრამა მათთვის დიდი შეღავათი იქნება და სამომავლოდ, ისინი შეძლებენ თაფლის წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს. პროგრამის აუცილებელი პირობაა, რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS). აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მეფუტკრეობის განვითარებას სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს, რომელთა მიზანია ხარისხიანი თაფლის წარმოების მდგრადობის ხელშეწყობა, დარგობრივ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის შესახებ ცნობადობის ზრდა, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი მოხვდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ჰომოფობიური რიტორიკა, მათ შორის მაღალი დონის ოფიციალური პირების მხრიდან - ევროკავშირის ანგარიში ლგბტ უფლებებზე
ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ სახელმწიფომ არ მიიღო საკმარისი ზომები ბავშვების მიმართ ძალადობის მოსაგვარებლად
ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
მილერი არჩევნებზე - კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სახის გამოძიება იქნება მიზანშეწონილი
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
უკრაინული მედია - რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონის 2 დასახლებული პუნქტი დაიკავა
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ჯო ბაიდენი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველა საარჩევნო დარღვევა გამჭვირვალედ გამოიძიოს
დღის თემა
|