21:29 - 10 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 15:53:29, 374 ნახვა

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბრიკსში გაწევრიანების დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს - ექსკლუზივი

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბრიკსში გაწევრიანების დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს. „ექსპრესნიუსის“ მიერ მიღებული ექსკლუზიური ინფორმაციით, მსჯელობაში ჩართული არიან, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი  ლაშა ხუციშვილი,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი  ირაკლი ქარსელაძე დაეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.

„ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, ჯგუფი კოორდინაციაში იმყოფება ირაკლი კობახიძესთან და პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან.

ეკონომიკური გუნდი მსჯელობს იმ დადებით და უარყოფით მხარეებზე, რაც შესაძლოა საქართველოს ბრიკსში გაწევრიანების სურვილით იყოს განპირობებული.

„ექსპრესნიუსის“ კითხვას,მსჯელობს თუ არა, საქართველოს ეკონომიკური გუნდი ბრიკსში გაწევრიანების დადებით და უარყოფით მხარეებზე, საქართველოს მთავრობაში უპასუხსეს, რომ „მსგავსი მსჯელობის შესახებ, არაფერი სმენიათ“

ბრიკსი“ და მისი ახლად შექმნილი ბანკი, რომლებიც თავიანთ თავს „დიდი შვიდეულის“, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ალტერნატივად ხედავენ, გაფართოებაზე მსჯელობენ.

„ბრიკსი“ არის მსოფლიოს ხუთი, სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაერთიანება, რომელიც საკუთარ თავს დიდი შვიდეულის ალტერნატივად განიხილავს და ცდილობს, შეცვალოს, მისი ხედვით, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დომინირებული საერთაშორისო წესრიგი.

„ბრიკსის“ ქვეყნები არიან:

  • B - ბრაზილია
  • R - რუსეთი
  • I - ინდოეთი
  • C - ჩინეთი
  • S - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

პირველი სამიტი „ბრიკის“ ქვეყნებმა 2009 წელს რუსეთში, ეკატერინბურგში გამართეს - მოსკოვის ინიციატივით. მომდევნო წელს წევრებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც მიიწვიეს, - როგორც კიდევ ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკა, - და „ბრიკსიც“ შეიკრა იმ ფორმით, რაც დღეს აქვს.

„სტატისტას“ მონაცემებით, „ბრიკსმა“ ეკონომიკის ზომით უკვე გადაუსწრო „დიდ შვიდეულს“ - შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის ერთობას.

თუკი 1995 წლისთვის დიდი შვიდეულის ქვეყნების მშპ-ის შეფარდება მსოფლიო ეკონომიკასთან 44.9% იყო, „ბრიკსის“ ქვეყნებისა კი - 16.9%, 2010 წლისთვის ეს პროპორცია 34.3%-სა და 26.6%-მდე შემცირდა, 2023 წლისთვის კი „ბრიკსი“ უსწრებს დიდ შვიდეულს - 29.9% და 32.1% პროპორციით.

2015 წელს „ბრიკსის“ ქვეყნებმა შექმნეს „ახალი განვითარების ბანკი“ - „ბრიკსის ბანკი“, რომლის კაპიტალიც ამჟამად 50 მლრდ აშშ დოლარია. ბანკი განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს.

მის მეწილეებს შორის, „ბრიკსის“ ქვეყნების გარდა, არიან ბანგლადეში, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები. მას მოიაზრებენ დასავლეთის მიერ დომინირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ალტერნატივად.

„ახალი განვითარების ბანკს“ 2015 წლის შემდეგ 30 მლრდ აშშ დოლარის სესხი აქვს გაცემული. მსოფლიო ბანკს მხოლოდ 2022 წელს 100 მლრდ აშშ დოლარი აქვს გაცემული სესხებში - სამჯერ მეტი მხოლოდ ერთ წელიწადში, ვიდრე „ბრიკსის“ ბანკმა 8 წელიწადში გასცა.

ამასთან, მსოფლიო ბანკისა და IMF-ისგან განსხვავებით, „ბრიკსის“ ბანკი სესხების გაცემისათვის არ აწესებს პოლიტიკურ პირობებს. „ჩვენ უარს ვამბობთ ყოველგვარ დათქმებზე. [სხვა ინსტიტუციების მიერ] ხშირად სესხები გაიცემა იმ პირობით, რომ ესა თუ ის პოლიტიკა გატარდება. ჩვენ ასე არ ვიქცევით. ჩვენ პატივს ვცემთ ყოველი ქვეყნის პოლიტიკას“, - განუცხადა დილმა რუსეფმა, ბანკის ხელმძღვანელმა, გამოცემა Financial Times-ს. ეს კი დემოკრატიულ ღირებულებებთან მწყრალად მყოფი ქვეყნებისათვის საკმაოდ მიმზიდველი წინადადებაა.

გაფართოება

წლევანდელ სამიტზე ალიანსის წევრების გარდა, იოჰანესბურგში 40-მდე ქვეყნის წარმომადგენლები ჩაფრინდნენ.

ამჟამად 23 ქვეყანას აქვს ფორმალურად გამოთქმული ბლოკში გაერთიანების სურვილი, მათ შორის - ირანს, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. წევრობა სურს ყაზახეთსაც.

ყველა ეს ქვეყანა „ბრიკსს“ აღიქვამს, როგორც გლობალური წესრიგის ალტერნატივას, - ისინი კი ამ გლობალური წესრიგით უკმაყოფილონი არიან. გაწევრების რიგში პირველი დგას ირანი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ნავთობის რეზერვების დაახლოებით მეოთხედს ფლობს, თუმცა დასავლური სანქციებით არის დასუსტებული.

წევრობის ფორმალური მსურველების გარდა, არაფორმალური მსურველებიც ბევრნი არიან. თუმცა თავად „ბრიკსის“ წევრებს შორისაც არ არსებობს კონსენსუსი გაფართოებაზე. გაფართოების ყველაზე დიდი მომხრე პეკინია, რომელსაც ამ გზით შეერთებული შტატებთან დაპირისპირებაში მეტი ბერკეტის შეძენა სურს.

მოსკოვიც ეთანხმება - უკრაინაში ომის დაწყების გამო სანქციებით დახუნძლულ რუსეთს ახალი ბაზრების ათვისება მხოლოდ წაადგება.

ბრაზილია და ინდოეთი ფორმალურად კი თანახმანი არიან, მაგრამ კულისებს მიღმა, გაფართოების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავთ. ეს იდეა განსაკუთრებით აშფოთებს ინდოეთს, რომელსაც ჩინეთთან სასაზღვრო დავა აქვს და ჩინეთის გავლენის ზრდას სასიკეთო პერსპექტივად ვერ აღიქვამს.და ბლოკის ლიმიტირებულ წარმატებას, სხვა მიზეზებთან ერთად, ასეთ უხერხულობას უკავშირებენ.

სამხრეთ აფრიკაც, ერთი შეხედვით, თანახმაა გაფართოებაზე, მაგრამ მიღებისათვის კრიტერიუმების ფრთხილად შერჩევისკენ იხრება, - ბრაზილიასთან ერთად, - რადგან არ სურთ, დაიმატონ აშშ-სთან მკვეთრად დაპირისპირებული ახალი წევრები.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი - ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია ! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს
ვერელებისა და ვაკელების მარში რუსთაველის გამზირზე - პროტესტის 44-ე დღე
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას სამშვიდობო ძალების განლაგების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ეწვევა
ნიუ-იორკის სასამართლომ, დონალდ ტრამპი უპირობოდ გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics