2024-08-01 15:59:38, 359 ნახვა
პოლიტიკა
DRI - სექტემბრიდან ოკუპირებულ ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება
2024 წლის სექტემბრიდან ოკუპირებულ ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება. ამის შესახებ განცხადებას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ავრცელებს. როგორც DRI-ის განცხადებაშია ნათქვამი, მოსწავლეების არარსებობის ოფიციალური მიზეზის მიღმა, სკოლების დახურვის უკან ოკუპირებულ ახალგორში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისა და მათი ოჯახების გაუსაძლისი ყოფა დგას. "ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების გაუსაძლისი ყოფა, სადაც ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, ამ რეგიონების ქართველებისგან დაცლის რეალურ საფრთხეს ქმნის. ფიზიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების განცდის არარსებობა, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, სისტემური კორუფცია, ყოველდღიური ყოფიდან და განათლებიდან მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად განდევნილი ქართული ენა ეთნიკური ქართველები ყოველდღიურობის არასრულ ჩამონათვალს წარმოადგენს. ოკუპირებული ახალგორის რაიონი გამონაკლისი არაა. ოფიციალური მონაცემების არარსებობის პირობებში, ადგილობრივი მოსახლეობის შეფასებით, 2008 წლის ომის შემდეგ, რაიონი მოსახლეობის 90 პროცენტმა დატოვა. ის, რომ ახალგორი მოსახლეობისგან ფაქტობრივად დაიცალა, არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობაში და განათლების ხარისხში ჩანს. ოკუპირებული ახალგორის რაიონში მოქმედი ექვსი სკოლიდან (იკოთში, ბოლში, კორინთაში და ბალაანში), 2024 წლის სექტემბრიდან ორი - კორინთისა და ბოლის სკოლები დაიხურება. ოფიციალური მიზეზი მოსწავლეების არარსებობაა. ორივე საგანმანათლებლო დაწესებულება 9-კლასიანია. სოფელ ბოლის სკოლა ახალგორის სკოლის ფილიალია, ხოლო კორინთის - სოფელ იკოთის. ბოლის სკოლა დაბიდან, დაახლოებით, 1,5 კილომეტრით არის დაშორებული და იმის გამო, რომ მისი მუშაობა შეენარჩუნებინათ, სკოლაში დასაქმებული პედაგოგების შვილები იქ დაბიდან დადიოდნენ. მათ 9 კლასი უკვე დაამთავრეს. მოსწავლეების არარსებობის ოფიციალური მიზეზის მიღმა, სკოლების დახურვის უკან ოკუპირებულ ახალგორში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისა და მათი ოჯახების გაუსაძლისი ყოფა დგას. თუ ახალგორის სკოლებში სწავლა 2017 წლამდე ქართულ ენაზე, ქართული სასწავლო პროგრამით მიმდინარეობდა, 2017 წლის სექტემბრიდან სწავლება სრულად რუსულით ჩანაცვლდა. ახალგორში წლევანდელი დამამთავრებელი კლასი უკანასკნელი იყო, რომელიც განათლებას ქართულ ენაზე იღებდა. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ადრეც წერდა, რომ სწავლების რუსულ ენაზე გადასვლამ ახალგორში განათლების ხარისხი სერიოზულად გააუარესა. მოსწავლეებს რუსულ ენაზე სწავლა, ხოლო მასწავლებლებს საგნების რუსულ ენაზე სწავლება უჭირთ. მაგალითად, ადგილობრივ მოსახლეობას ახალგორის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის გათავისუფლების მიზეზად დასახელებული რუსული ენის არცოდნა სარწმუნოდ არ მიაჩნია. გათავისუფლების მიზეზი დამაჯერებლად არ გამოიყურება იმ ფონზეც, რომ პედაგოგი რუსულ ენაზე საგანს აქამდეც ასწავლიდა, მის შემცვლელად კი, "კაგებესთან" დაახლოებული პირი მოიაზრება. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების წართმევა არღვევს ხარისხიანი განათლების მიღებისა და განათლების ხელმისაწვდომობის უფლებას. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ვერ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია გააქტიუროს პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევა ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველსაყოფად",- აღნიშნულია განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, ჰომოფობიური რიტორიკა, მათ შორის მაღალი დონის ოფიციალური პირების მხრიდან - ევროკავშირის ანგარიში ლგბტ უფლებებზე
ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ სახელმწიფომ არ მიიღო საკმარისი ზომები ბავშვების მიმართ ძალადობის მოსაგვარებლად
ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
მილერი არჩევნებზე - კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სახის გამოძიება იქნება მიზანშეწონილი
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
უკრაინული მედია - რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონის 2 დასახლებული პუნქტი დაიკავა
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ჯო ბაიდენი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველა საარჩევნო დარღვევა გამჭვირვალედ გამოიძიოს
დღის თემა
|