|
2016-02-17 18:22:53, 469 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: გოგი თოფაძის განცხადება კოალიციის იმიჯისთვის დამაზიანებელია
„ბატონი გოგის განცხადება არა მარტო არაადექვატურია, არამედ დამაზიანებელია კოალიციის იმიჯისთვისაც“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც გოგი თოფაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ვოლსკის თქმით, თოფაძის განცხადებები კოალიციისთვის დამაზიანებელია. „ბატონი გოგის განცხადება კურსთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით, არა მარტო არაადექვატურია, არამედ დამაზიანებელია პირადად მისთვისაც და კოალიციის იმიჯისთვისაც. ვთხოვდი, რომ შეარჩიოს ის კომენტარები, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ესოდენ მნიშნელოვან პერიოდში. ვფიქრობ, რომ თემა რომელზეც საუბრობს, არჩევნბს ვგულისხმობ, ჩატარდა კოალიციურად და არჩევნებზე გაყალბება არ არის დადასტურებული არც ერთ დონეზე,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)