11:05 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 15:14:41, 492 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: რამდენი სამინისტრო მოხვდება ოპტიმიზაციის გეგმაში, ამაზე უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ

შესაძლოა მთავრობაში გარკვეული ოპტიმიზაცია მოხდეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ქადაგიძემ სამინისტროების შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„არ ვიცი, რას საუბრობდა და საუბრობს გიორგი ქადაგიძე. მე შემიძლია გითხრათ, რას საუბრობენ ჩვენთან გუნდში. რაზე საუბრობს ბატონი პრემიერმინისტრი. ზოგადად, სამომავლოდ, შესაძლებელია, მოხდეს გარკვეული ოპტიმიზაცია. თუ რამდენი სამინისტრო მოხვდება ოპტიმიზაციის გეგმაში, ამაზე უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics