|
2016-02-16 15:06:35, 468 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი: უსუფაშვილს სურდა, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეობა ახალი კონსტიტუციური მოდელის მიღებით აღენიშნა
"უსუფაშვილს სურდა, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეობა აღენიშნა ახალი კონსტიტუციური მოდელის მიღებით, მაგრამ რეალურმა პოლიტიკურმა კონტექსტმა ამის საშუალება არ მისცა", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით დარჩიაშვილმა "ექსპრესნიუსს" საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შეფასებისას განუცხადა. მისივე თქმით, უკეთესი იქნებოდა, დავით უსუფაშვილს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებაზე რეალურად ეზრუნა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის პრობლემისათვის მეტი ყურადღება მიექცია: "მე ვფიქრობ, რომ დავით უსუფაშვილის ერთგვარი იდეაფიქსი იყო, რომ თავისი თავმჯდომარეობა აღენიშნა ახალი კონსტიტუციური მოდელის მიღებით, მაგრამ რეალურმა პოლიტიკურმა კონტექსტმა ამის არანაირი საშუალება არ მისცა. არც მისცემდა ამ საშუალებას, ისეთი ვითარება იყო. მას რომ მეტი ენერგია დაეხარჯა, მართლა დემოკრატიის განმტკიცებაზე ქვეყანაში და მეტი ყურადღება მიექცია პოლიტიკური ოპონენტების დევნის პრობლემისათვის, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა მისი თავმჯდომარეობისათვის და მისი ისტორიაში დარჩენისათვის. მთავარი პრობლემები, ეს კონფრონტაციულობა, არაფორმალური მმართველობა, შესაბამისად, ეკონომიკის დაცემა, აღმოჩნდა მისთვის ნაკლებ უფრო ყურადსაღები, ვიდრე ის, რომ ახალ კონსტიტუციურ მოდელზე ეფიქრა. არც ერთი გამოვიდა და არც მეორე", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტში შექმნილი საკონსტიტუციო კომისიას თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება და მუშაობას აღარ გააგრძელებს. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია მუშაობას აღარ გააგრძელებს, რადგან მას საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აღმოაჩნდა. უსუფაშვილის თქმით, კომისიამ ყველა საკითხზე - ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სახელწმიფო მართვის ორგანოებს შორის ურთიერთობაზე, თავდაცვის სისტემაზე, თვითმმართველობის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსზე და იქ არსებულ საკითხებზე, სასამართლო ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, მოსამართლეების არჩევითობის თემაზე ძალიან სერიოზულად იმუშავა და მუშაობის შედეგები პარლამენტს წარედგინება.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)