|
2016-02-16 12:22:29, 444 ნახვა
პოლიტიკა
ინტერპარტიული ჯგუფი ვენეციის კომისიასთან და პრემიერთან დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე მსჯელობს
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეები ვენეციის კომისიის წარმომადეგნლებთან და პრემიერთან დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე მსჯელობენ. როგორც "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვენეციის კომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოში ვიზიტი, ინტერპარტიული ჯგუფის სტრასბურგში ვიზიტის შედეგია. "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობას შევხვდით, კერძოდ, კომისიის მდივანს, ყველა შეხვედრის შემდეგ ამ ჯგუფთან გვექნება აქ, თბილისში, შხვედრა და, ალბათ, ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყება იმ დოკუმენტის შექმნა, რასაც ჰქვია შეფასებითი დოკუმენტი საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით",-განაცხადა მამუკა კაციტაძემ. მისივე შეფასებით, თუ ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, ვენეციის კომისიის დასკვნა უარყოფითი იქნება "ყოველშემთხვევაში, იქნება გაჯერებული სერიოზული ნაკლოვანებებით, რაც გავლენას მოახდენს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. სწორედ ამიტომ, დღეს ჩენ უნდა ვისაუბროთ და მოვემზადოთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შესახვედრად ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ჩვენ კვირის ბოლო გვექნება დათქმული შეხვედრა პრემიერთან",-განაცხადა მამუკა კაციტაძემ. მისივე განმარტებით, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საარჩევნო საკითხებზე ისაუბრებენ: "ვისაუბრებთ ფორმატის შექმნასთან და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, დღის წესრიგი როგორ გვექნება, რეგლამენტი როგორი გვექნება და ა.შ. ამასთან, ჩვენ უკვე საკომიტეტო მოსმენა გვქონდა ჩვენს მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ამ პროექტთან დაკავშირებითაც ვიმსჯელებთ დღევანდელ დღეს",-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)