|
2016-02-15 14:37:53, 457 ნახვა
პოლიტიკა
„საარჩევნო კოდექსზე ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას აზრი ეკარგება“, - „თავისუფალო დემოკრატები“ ვენეციის კომისიას შეხვდნენ
ვენეციის კომისიის წევრებს საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია პოლიტიკურმა პარტიებმაც მიაწოდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“ შეხვდნენ. საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად „ქართული ოცნებაც“ ცდილობს ზეგავლენა იქონიოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ყველა დონეზე. "ეს ყველაფერი პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად „ქართული ოცნებაც“ ცდილობს ზეგავლენა იქონიოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ყველა დონეზე. ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი. ეს ცუდი სიგნალია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთავის, თუ როგორ ვიწყებთ ჩვენ მზადებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. „თავისუფალი დემოკრატების" შეფასებით, საარჩევნო კოდექსზე ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას აზრი ეკარგება. აღნიშნული შეფასება ფრაქციის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. "შევიტვეთ, რომ ვენეციის კომისის შეფასება საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მარტის ბოლოს გამოქვეყნდება. სადღაც აპრილის დასაწყისში ჩვენ ამას გავიგებთ და ოქტომბერში არჩევნებს ჩავატარებთ ისევ მანკიერი სისტემით. ვფიქრობ, უბრალოდ აზრი ეკარგება ხოლმე ამგვარი შეფასებების ამ დროს გამოქვეყნებას, იმიტომ რომ ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ. ვენეციის კომისიის წევრებს ჩვენ ვუთხარით, რომ ზოგიერთი რაიონი, რომელიც ერთმანეთს გეოგრაფიულად არ ესაზღვრება, საარჩევნო საჭიროებისთვის დააკავშირეს ერთმანეთთან. შეიქმნა გრანდიოზული საარჩევნო ოლქები. ამ ფაქტით კომისიის წარმომადგენლები თავადაც გაკვირვებულები დარჩნენ“, - დასძინა გია ცაგარეიშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)