|
2024-05-30 09:49:16, 690 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი ცდილობს სამიტის ჩაშლას - ახორციელებს ზეწოლას ლიდერებზე, ღიად ემუქრება სხვადასხვა ქვეყანას დესტაბილიზაციით
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, მომავალ თვეში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი ჩაშალოს. როგორც ზელენსკი ამბობს, ამ მიზნით, კრემლი ახორციელებს ზეწოლას ქვეყნებზე, რომ უარი თქვან შეკრებაზე, რომელიც მიზნად რუსეთის აგრესიული ომის განხილვას ისახავს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, უკრაინის პრეზიდენტს სურს, რომ სამიტმა, რომელიც დაგეგმილია 15-16 ივნისს შვეიცარიაში, შექმნას ფრონტი რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად და მისი "მშვიდობის ფორმულის" წინსვლისთვის, რომელიც რუსული ჯარების გაყვანასა და უკრაინის 1991 წლის საზღვრების აღდგენას მოითხოვს. "რუსეთი ვეღარ შეძლებს სამიტის ჩაშლას, თუმცა ძალიან ცდილობს ამის გაკეთებას. ახორციელებს ზეწოლას ლიდერებზე, ღიად ემუქრება სხვადასხვა ქვეყანას დესტაბილიზაციის გზით. და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმისა, რომ მსოფლიო ტერორისტულ სახელმწიფოს ძალიან დიდ დროს უთმობს",- განაცხადა ზელენსკიმ ერთ-ერთი ბოლო ვიდეომიმართვისას. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობის, პარლამენტის და სხვა ინსტიტუტების ოფიციალური პირები მუშაობენ მაქსიმალური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ სამიტი იყო "ნამდვილად ეფექტური, რაც საჭიროა რეალური მშვიდობისთვის".
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)