|
2024-05-22 16:29:25, 585 ნახვა
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და "კანონიერ ქურდობაში", "ქურდული სამყაროს" წევრობაში, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერასა და "ქურდული სამყაროსთვის" მიმართვაში ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდების" დავალებით, "ქურდული სამყაროს" წევრები "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, თბილისში, ერთ-ერთი "ქურდული სამყაროს" წევრის საცხოვრებელ სახლში სისტემატიურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, მათ ქმედებებს აფასებდნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და მათ შორის პირებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. "პროკურატურამ ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223'-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა"), ხუთ ბრალდებულს - სსკ-ის 223'-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრობა), ერთ პირს - სსკ-ის 223'-ე მუხლის მე-2 ნაწილით ("ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) და ერთ ბრალდებულს - სსკ-ის 223'-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრზე მიმართვა) წარუდგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, "კანონიერ ქურდობაში" ბრალდებულ 2 პირს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, "ქურდული სამყაროს" წევრობაში ბრალდებულთაგან 3 პირს სასჯელის სახით 9 წლით, ხოლო 2 პირს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ასევე, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში და "ქურდული სამყაროსთვის" მიმართვაში ბრალდებულ 2 პირს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
აშშ-მ ირანისთვის იარაღის მიწოდების დახმარების გამო რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
Anchorისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
მცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების საფასურისგან გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)