|
2024-05-11 16:01:36, 493 ნახვა
პოლიტიკა
თსუ-ს სტუდენტები - ორშაბათიდან უარს ვამბობთ აუდიტორიებში შესვლაზე - დილის 9 საათიდან რუსთაველის გამზირზე ვიდგებით
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ერთობლივ განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ორშაბათიდან აუდიტორიებში შესვლაზე უარს ამბობენ. სტუდენტების თქმით, დილის 9 საათიდან რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებენ "ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას" და ამასთან, მოუწოდებენ ლექტორებსა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომ მათ წამოწყებას შეუერთდნენ. "გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გაცნობოთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გადაწყვეტილების შესახებ. თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციების არალეგიტიმურმა და სასტიკმა დარბევებმა ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტული და უმძიმესი ხასიათი მიიღო. ხელისუფლების მიერ დაქირავებული ზონდერები საკუთარ სახლებთან უსაფრდებიან, თავს ესხმიან და ასახიჩრებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. ტერორს უწყობენ ყველას, ვინც რეჟიმს, რუსულ პოლიტიკას არ ეთანხმება. დღეს უკვე აღარ არის საუბარი მხოლოდ ევროპული მომავლის დაცვაზე, რომლის დაკარგვასთანაც ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა, წინააღმდეგობის გაწევა იმ შეუქცევადი კატასტროფის მიმართ. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება მშვიდად აუდიტორიებში ჯდომა. ეს არ არის ორდინარული ვითარება და ასეთი ვითარება ადეკვატურ ქცევას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიებში შესვლაზე. დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველის გამზირზე და გავაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას. ჩვენს უკან დგას ათასობით სტუდენტი, რომელიც არ აპირებს დათმოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მისი ევროპული მომავალი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს, მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება, უარი თქვან სამსახურში მოსვლაზე, გამოაცხადონ საყოველთაო გაფიცვა და დადგნენ ჩვენთან ერთად, რუსთაველის გამზირზე. მივმართავთ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, შეწყვიტეთ აკადემიური პროცესი საკუთარ უნივერსიტეტებში. გამოდით აუდიტორიებიდან და შემოუერთდით ჩვენს წამოწყებას. საქართველო არ გახდება რუსეთი და ამის გარანტორები ვიქნებით ჩვენ, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა. წინ ევროპისკენ! ძალა ერთობაშია!", - აცხადებენ სტუდენტები.
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)