|
2016-02-12 14:05:32, 517 ნახვა
პოლიტიკა
"ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლებამ შესაძლოა აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს
"ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ-აბხაზიი" ავრცელებს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჰიდროელექტროსადგურზე 25 იანვრიდან 15 აპრილამდე დროებითი გათიშვის სისტემა ამუშავდა. ამ ზომის მიღება აუცილებელი გახდა, ვინაიდან წყლის დონე რეზერვუარში კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდა. როგორც "ენგურჰესის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ განაცხადა, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის მოხმარებას არ დაზოგავს და მოსახლეობა ელექტრომოხმარების საფასურს არ გადაიხდის, აფხაზეთი 2 წელიწადში შესაძლოა, დენის გარეშე დარჩეს. ამასთანავე ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური დირექტორის, გია ხუბუას თქმით, წყალუხვობის გარეშე, წყლის დონე 420 მეტრამდე შემცირდება, რის შემდეგაც, ინსტრუქციის მიხედვით, ტურბინის მუშაობა უნდა შეჩერდეს, რაც ჰესის მუშაობის შეწყვეტას ნიშნავს. როგორც ხუბუამ განაცხადა, ოპტიმისტური პროგნოზებით, წყალუხვობა მარტის დასაწყისში დაიწყება, თუმცა მისივე თქმით უკიდურესი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში, ეს შესაძლოა აპრილის შუა რიცხევბში მოხდეს. სპეციალისტის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც დროებითი გათიშვის სისტემის ჩართვა შედეგს არ გამოიღებს. შეგახსენებთ, რომ "ენგურჰესი" ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. ჰიდროაგრეგატები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა განლაგებული, თუმცა კაშხალი და წყალსაცავი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)