16:04 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 12:34:07, 488 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - გამჭვირვალობა ვერასდროს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს

ისევ ის ადამიანები საუბრობენ ამ ტონალობით, ვინც რამდენიმე თვის წინ პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი არ იქნებოდა გათავისუფლებული, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას 8 მაისს გაკეთებულ განცხადებას.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, „გამჭვირვალობა ხელს ვერ შეუშლის ევროპულ მომავალს“.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ - გამჭვირვალობა ვერასდროს იქნება დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. გამჭვირვალობა ვერასდროს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. პირიქით, თანხვედრაშია ეს ყველაფერი. 

ახლა ისევ ის ადამიანები საუბრობენ ამ ტონალობით, ვინც რამდენიმე თვის წინ პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი არ იქნებოდა გათავისუფლებული.

სულ ცოტა ხნის წინ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ეს იყო ევროპისკენ მიმავალი გზის ჩახერგვა და უარის თქმა ევროპულ მომავალზე, თუ ჩვენ სანქციებს არ მივუერთდებოდით და მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა ქვეყანაში. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, მივერთებოდით სანქციებს, გაგვეხსნა მეორე ფრონტი, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით და რა ვითარება იქნებოდა საქარველოში. ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics