|
2024-05-07 15:19:16, 486 ნახვა
სამართალი
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, რომლის ძალითაც ახალგაზრდა აქტივისტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, "გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრება აუცილებელია, რათა სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გადაიხედოს და მსჯავრდებულმა იდავოს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“. "დღეს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, რომლის ძალითაც 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდა აქტივისტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა, "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრება აუცილებელია, რათა სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გადაიხედოს და მსჯავრდებულმა იდავოს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუკი სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და არ გააუქმებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლები შეხვდნენ ლაზარე გრიგორიადისს და მისი ოჯახის წევრებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სისხლის სამართლის საქმეზე საერთო სასამართლოების ზედა ინსტანციებში განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას და ასევე, ლაზარე გრიგორიადისის სამოქალაქო სარჩელს "ქართული ოცნების" ლიდერების, ყოფილი და ახლანდელი პრემიერ მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომელთა საჯარო განცხადებებმა შელახეს ლაზარე გრიგორიადისის ღირსება. ამ სარჩელის მიღებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენჯერმე უარი თქვა, რის გამოც "ადამიანის უფლებათა ცენტრი" გეგმავს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ლაზარე გრიგორიადისის სამართლებრივ ინტერესებს სისხლის სამართლის გამოძიების ეტაპიდან იცავს. ორგანიზაციის იურისტი სამოქალაქო აქტივისტის დაცვას ახორციელებდა როგორც გამოძიების მიმდინარეობისას ისე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესზე“, - აღნიშნულია "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)