|
2024-05-04 11:52:28, 568 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოები დიპლომატებს - საქართველოს მომავალი საფრთხეშია, ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია, გამოხატეთ პროტესტი
საქართველოს მომავალი საფრთხეშია, ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია, გამოხატეთ პროტესტი, - ამის შესახებ წერია განცხადებაში, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქმედ დიპლომატებს მიმართავენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არასამთავრობოები დიპლომატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და მიმართავენ, რომ არ შეასრულონ "ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები". "შეუძლებელია, ვერ ხედავდეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მცდელობას, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, შეცვალოს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას, დაპირისპირებაში შევიდეს ჩვენს პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპულ კავშირთან, რაც საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციასა და რუსეთის გავლენის სფეროში, ავტორიტარული ქვეყნების ბანაკში მოხვედრას უქადის. თქვენ ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდით საქართველოს ნატო-სა და ევროპულ კავშირში გაწევრიანების მიზანს. თქვენ კარგად იცით, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან უშუალო კომუნიკაციიდანაც, რომ „რუსული კანონის“ მიღება საბოლოოდ ჩაუკეტავს საქართველოს გზას ევროპული კავშირისკენ, ნატო-სკენ და მარტო დატოვებს ქვეყანას რუსული საფრთხის წინაშე. ახლა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური განცხადებების გაკეთებასა და საქართველოს მოკავშირეებთან დიპლომატიურ პაექრობაში შესვლას გავალებთ, ეროვნული ინტერესებისა და პროდასავლური პოლიტიკის მიმართ თქვენს ერთგულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მომავალი საფრთხეშია. ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია. გამოხატეთ პროტესტი. არ შეასრულოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები. მხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში. ხელმომწერები: 1.საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) 2.ჟურნალისტიკის რესურსცენტრი - JRC 3.საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - GARB 4.მწვანე ალტერნატივა 5.კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი 6.განათლების კოალიცია 7.დემოკრატიის ინდექსი - საქართველო 8.საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS 9.საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი 10.მედიის განვითარების ფონდი 11.საქართველოს ევროპული ორბიტა 12.ევროპის ფონდი 13.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 14.საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 15.სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 16.დემოკრატიის მცველები 17.ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) 18.საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB) 19.ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) 20.საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) 21.ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 22. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) 23. თბილისი პრაიდი 24. სამოქალაქო უფლებების დამცველები (CRD) 25. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 26. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 27. საქართველოს სასოფლო დარბაზი 28. Climate Basics ქლაიმათ ბეიზიქს 29. ცვლილებების სცენა • A Scene of Change 30. Movement 31. Georgian Institute of Politics (GIP) 32. რეპროდუქციული განათლების ჰაბი 33. IBDIPC 34. ექსპორტის განვითარების ასოციაცია 35. ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI 36. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC) 37. რაჭის სათემო ორგანიზაცია 38. პრევენცია პროგრესისთვის 39. გიორგი ტუმასიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური რეზერვი 2017-2021 წლები 40. სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის 41. მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში 42. SAUNJE 43. ა(ა)იპ არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“ 44. მამუკა კოტეტიშვილი, ფიზიკური პირი 45. ლომეკი 46. ყვარლის ევროკლუბი 47. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC) 48. მედია აპრილი 49. მოძრაომა "ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო"" 50. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითრების ფონდი” 51. საზოგადოება და ბანკები 52. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი 53. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG) 54. ღია სივრცე კავკასია (COS) 55. ნეოგენი 56. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის 57. ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი 58. გურიის სამოქალაქო ცენტრი 59. ჯეოქეისი 60. ღრმ სტრუქტურული რეფორმების ცენტრი 61. საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი 62. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) 63. International Business Development and Investment Promotion Center 64. Atlantic Council of Georgia 65. ISET კვლევითი ინსტიტუტი 66. ნატო ბაჩიაშვილი - გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე 67. თენგიზ ფხალაძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)