2024-05-02 16:01:19, 408 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის საელჩო - მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს
ბრიტანეთის საელჩო საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ყურადღებით აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მიიჩნევენ, რომ „მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს“.
„ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,