03:04 - 22 May, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 12:10:37, 374 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - არ ვიცი, თვალიდან გამოვიხედავ თუ არა, მაგრამ მთავარია, ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან

მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას - თვალი, რომელიც ამ მდგომარეობაში მაქვს, არ ვიცი, აქედან გამოვიხედავ თუ არა, ან რამდენი პროცენტით გამოვიხედავ, მაგრამ მთავარია, ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხაბეიშვილი, რომელსაც წუხელ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მომხდარს "რუსულ ხელწერას" უწოდებს.

"სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალიან ბევრმა ბავშვმა და ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ და არა მარტო, გაიღვიძა; სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანები. რა თქმა უნდა, რთული ღამე იყო ამ ახალგაზრდებისთვის, ამ ბავშვებისთვის, თუმცა სავარაუდოდ, უფრო რთული იყო მათთვის, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, რადგან მათ ესმით, რომ არანაირი პოლიტიკური და მორალური შინაარსი ამ ადამიანებს აღარ გააჩნიათ. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ არ გავიღიმებთ იმიტომ, რომ კბილი გამოგვეცლება ან თვალს ვერ გავახელთ, ძალიან შემცდარა. გავიღიმებთ იმიტომ, რომ საქართველო გაიმარჯვებს. გაიმარჯვებენ ეს ახალგაზრდები, გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი. 

მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, თვალი, რომელიც ამ მდგომარეობაში მაქვს, არ ვიცი, აქედან გამოვიხედავ თუ არა, ან რამდენი პროცენტით გამოვიხედავ, მაგრამ მთავარია, ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან.

ჩემს თვალზე კი არ არის, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გალახეს. ჩემი დაკავების დროს, პირდაპირ ეთერი ვერთვებოდი, როცა ახალგაზრდად ბავშვი მოიპარეს, ფაქტობრივად. არ ვიცი იმ ბავშვის ბედი და იმედია, კარგად არის. ეს არის რუსული ხელწერა",- განაცხადა ხაბეიშვილმა, რომელიც დღეს პარლამენტში სამედიცინო დაწესებულებიდან მივიდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბურიჩი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები განახორციელოს
ქურასბედიანი - ვენეციის კომისიის დასკვნაში დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას მრავლად ვხვდებით
ვენეციის კომისია ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ​“ კანონის ამჟამინდელი ფორმით გააუქმებას ურჩევს
პესკოვი - უკრაინელი სამხედროები არახელსაყრელ ვითარებაში იმყოფებიან, ამის გამო ზელენსკი ომში დასავლეთის უფრო აქტიურად ჩართვას ცდილობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics