|
2016-02-11 14:56:51, 432 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: ელჩის მოადგილემ დაგვიდასტურა, რომ აშშ-ს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანში ეჭვი არ ეპარება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში არსებული ვითარების შეფასებას ეხმაურება. ზალკალიანის განცხადებით, დოკუმენტი მსოფლიოში არსებული პოტენციური საფრთხეების შეფასებაა და ის მხოლოდ საქართველოსთვის მიძღვნილი არ არის. ზალკალიანი ამბობს, რომ გუშინ აშშ-ის ელჩის მოადგილეს ესაუბრნენ და მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ-ს არ ეპარება ეჭვი, საქართველოს აქვს არჩეული შეუქცევადად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. "ის დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა არის მსოფლიოში არსებული პოტენციური საფრთხეების შეფასება და ის არ არის მიძღვნილი მხოლოდ საქართველოსთვის. გუშინ ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, სადაც მისი მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ ხაზგასმული, რომ აშშ-ს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ საქართველოს აქვს არჩეული შეუქცევადად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და რომ პირველ რიგში ეს დოკუმენტი და ეს განხილვა უნდა იყოს ჩვენი მხრიდან აღქმული იმ მიმართულებით, რომ ეს არის ერთგვარი გაფრთხილება და ყურადღებაში მიქცევა აშშ-ის მიერ, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნების მიმართულებით იმ საფრთხეებზე, რომელიც მოდის ქვეყნის გარედან. სწორედ ეს არის ჩვენი მეგობრების მხარში დგომის ძალიან მკაფიო გამოვლინება და მიმართულია იქით, რომ ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ უფრო დააჩაქარონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა. ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეაჩეროს, - ამის შესახებ ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯეიმს კლეპერმა სენატში განაცხადა. აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამსახური, თავის ოფიციალურ გვერდზე, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლეპერის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მსოფლიო საფრთხეებზეა საუბარი. აღნიშნულ დოკუმეტში საქართველოზეცაა საუბარი. დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო, ქართულ ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება და სულ უფრო მეტი ეფექტური რუსული პროპაგანდა, ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს, ან შეაჩეროს. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზე დარჩება და ჩვენი შეფასებით, მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე, რომ ევროკავშირსა და NATO-სთან ახლო ურთიერთობებზე უარი თქვას", - აღნიშნულია დოკუმენტში. როგორც კლეპერმა განმარტა, მიზეზად რუსეთის პროპაგანდა და ზეწოლის მოსალოდნელი ზრდა არის. კლეპერის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების კუთხით წარმატებას აღწევს, ქართული პოლიტიკა, პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე, უდაოდ ცვალებადი იქნება. ეკონომიკური ცვლილებები 2016 წლის არჩევნების წინ, მთავრობისთვის, სავარაუდოდ მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)