13:46 - 14 Aug, 2026
|
2024-04-23 09:39:01, 883 ნახვა
ომი უკრაინაში
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევისკენ მიმავალი ყველა „შაჰიდი“ ჩამოაგდეს, რასაც ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. რაც შეეხება ოდესას, როგორც BBC იუწყება, „შაჰიდებით“ შეტევის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. „ოდესაში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და გაჩნდა ხანძარი. მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის 3 ბავშვია. 7 ადამიანი დაშავდა და მიიღო დაზიანება, მათგან 2 ბავშვია“, - წერს მედია ოდესის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)