13:46 - 14 Aug, 2026
|
2024-04-21 12:10:01, 634 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრანსატლანტიკური მხარდაჭერა ექნება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება. როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინას ტრანსატლანტიკური მხარდაჭერა ექნება. "მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დღევანდელ კენჭისყრას. უკრაინას ექნება ტრანსატლანტიკური მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ",- წერს ბორელი X-ზე. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)