20:08 - 30 May, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 17:13:18, 279 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელს სასჯელის უმაღლესი ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წევრს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის 3 მოქალაქის ხელმძღვანელობით მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი, სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელით, დისტანციურად იღებდა ნარკოტიკული საშუალების ე.წ. შეკვეთას, სპეციალურად გახსნილ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ კი ე.წ. დამდების მეშვეობით სასურველი ნარკოტიკული საშუალების წინასწარ შერჩეულ ადგილზე განთავსებას უზრუნველყოფდა, რის შემდეგაც შემძენს ლოკაციის და ადგილმდებარეობის ფოტოები ეგზავნებოდა.

აღნიშნულმა პირებმა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში საქართველოს 2 მოქალაქე ჩართეს, რომლებიც ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების საქართველოში შეგროვებას, გადარიცხვა/კონვერტაციის გზით წარმომავლობის შენიღბვას და დანაშაულის ორგანიზატორებისთვის საზღვარგარეთ მიწოდებას, ასევე საბანკო დაწესებულებებთან წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფდნენ. პარალელურად, საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, როგორც ადვოკატს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების შემთხვევაში თითქოსდა იურიდიული დახმარების გაწევის გზით ორგანიზატორებთან დაკავშირებული, გამოძიებისთვის ცნობილი ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზატორებისთვის მიწოდება უნდა განეხორციელებინა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში 2021-2023 წლებში ზემოაღწერილი სქემით ნარკორეალიზაციის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 17 367 263 ლარის, 2 523 302 აშშ დოლარისა და 24 030 ევროს უკანონო შემოსავალი მიიღო, რომლის ლეგალიზაციაც  რამდენიმე ხერხით განხორციელდა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხების ნაწილი ქართულ საბანკო ანგარიშებზე უმიზნო ტრანზაქციებისა და კონვერტაციის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელ პირთა უცხოურ ანგარიშებზე ირიცხებოდა. თანხის ნაწილის განაღდება კი საქართველოში ხორციელდებოდა და სხვადასხვა პირის სახელით ფულადი გზავნილის სახით საზღვარგარეთ იგზავნებოდა, ასევე საქართველოში და კვიპროსში შეძენილ იქნა ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება.

დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებით, მეშვიდე ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა", "გ" ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული 2 ავტომანქანა და 310 000 ლარზე მეტი ჩამოერთვათ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
სარჯველაძე - ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია
თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics