15:04 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-30 13:55:20, 844 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე

 სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც არის სრული სიცრუე და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. - ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, სკოლის სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გადატანას, აღნიშნული წარმოადგენს დროებით აუცილებლობას, რათა საბოლოოდ მოსწავლეები დაუბრუნდნენ თავიანთ სკოლებს და გაუმჯობესებულ, უსაფრთხო და შესაბამის გარემოში გააგრძელონ სწავლა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია აღნიშნული საკითხის შესახებ.

სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნაა. რაც შეეხება ზოგიერთი სკოლის სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გადატანას, აღნიშნული წარმოადგენს დროებით აუცილებლობას, რათა საბოლოოდ მოსწავლეები დაუბრუნდნენ თავიანთ სკოლებს და გაუმჯობესებულ, უსაფრთხო და შესაბამის გარემოში გააგრძელონ სწავლა.

სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც არის სრული სიცრუე და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დეტალურად განვმარტავთ აღნიშნულ პროცესს — სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიმდინარე წელს განსაზღვრა იმ საჯარო სკოლების ჩამონათვალი, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაა საჭირო.

აღნიშნული ჩამონათვალი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნა, რათა შესაბამისი საექსპერტო შეფასებებისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე, თითოეულ სკოლასთან მიმართებით განესაზღვრათ საჭირო სამუშაოების სპეციფიკა და მასშტაბი — განხორციელდება სკოლის სრული რეაბილიტაცია თუ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდება იმავე ტერიტორიაზე ახალი სკოლის  მშენებლობა.

აქვე გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული სკოლის შენობას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, IV კატეგორია ენიჭება.

მთავრობის დადგენილების თანახმად, IV კატეგორია ნიშნავს, რომ შენობის 30-50% დაზიანებულია, მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და გარეგანი ზემოქმედების შემთხვევაში არსებობს ცალკეული კონსტრუქციების მყისიერი ჩამოშლის რისკი.

შესაბამისად, როგორც კი კონკრეტული სკოლის შემთხვევაში IV კატეგორია განისაზღვრება, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაუყოვნებლივ იღებს პრევენციულ გადაწყვეტილებას, რომ სასწავლო პროცესი დროებით, დაახლოებით ერთი კვირით, გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე.

მნიშვნელოვანია, რომ IV კატეგორიის მინიჭება ავტომატურად არ ნიშნავს სკოლის ახალი შენობის მშენებლობის აუცილებლობას. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად ფასდება დამატებითი ექსპერტული შეფასებისა და შესაბამისი უწყებების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. კერძოდ, თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური შესწავლის მიზნით, იმართება უწყებათაშორისი კომისია, სადაც თითოეული უწყება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აფასებს სკოლის შენობის მდგომარეობას და მსჯელობს ორ უმთავრეს საკითხზე:

 შესაძლებელია თუ არა სასწავლო პროცესის იმავე შენობაში გაგრძელება და რა ტიპის სამუშაოებია ამისთვის აუცილებლად ჩასატარებელი, ასევე, რა ვადით შეიძლება შენობაში სწავლა-სწავლების პროცესის გაგრძელება.

 თუ ადგილზე სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია, როგორ უნდა მოიძებნოს მყისიერად შესაბამისი ალტერნატიული სასწავლო სივრცე და პარალელურად დაიწყოს აქტიური მუშაობა ახალი სკოლის მშენებლობისთვის ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზე." - წერია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებები ეყრდნობა ორ უმთავრეს პრინციპს — მოსწავლეთა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვასა და სასწავლო პროცესის უწყვეტობის შენარჩუნებას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics