|
2024-04-19 13:39:15, 443 ნახვა
სამართალი
გომელაური - შსს ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას, აღნიშნული მთავრობის მიერ აღიარებულია ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო მიმართულებად. როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2021-2024 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმებიც, რომელთა შემუშავებაც მოხდა უწყებათაშორის ფორმატში, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით, არამედ სხვა უწყებების აქტიური ჩართულობით. „აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა ხსენებული პოლიტიკის დოკუმენტის არსებობა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკვე დაიწყო განახლებული, 2025-2028 წლების სტრატეგიისა და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმის ერთობლივად შემუშავების პროცესიც, რომელშიც, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ზრდის პარალელურად, კიდევ უფრო მეტად გამახვილდება ყურადღება მისი პრევენციის კომპონენტზე „გაგრძელდება აქტიური მუშაობა სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება ნარკოტიკების მავნე შედეგებთან დაკავშირებით და მკვეთრად შემცირდეს მათი ნარკოტიკულ დანაშაულებში ჩაბმის ალბათობა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)