|
2016-02-10 18:08:26, 444 ნახვა
პოლიტიკა
ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს
„მაუწყებლის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც არის აბსოლუტურად აბსურდული, უსუსური და არაპროფესიონალური, 6 თვის განმავლობაში ველოდებოდი“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მისი გათავისუფლების თაობაზე განაცხადა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა და დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს. მიშველაძემ ოფიციალური წერილი მაუწყებლის გენერალური დირექტორისგან გიორგი ბარათაშვილისგან მიიღო. წერილში აღნიშნულია, რომ სსიპ "საზოგადოებრივ მაუწყებელი" ჟურნალისტთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს. „მაუწყებლის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც არის აბსოლუტურად აბსურდული, უსუსური და არაპროფესიონალური, 6 თვის განმავლობაში ველოდებოდი. გიორგი ბარათაშვილისგან მქონდა შემოთავაზება, რომ მე გასართობი გადაცემა გამეკეთებინა, რაზეც მე უარი ვთქვი, რადგან ჩემი ჟანრი არ არის. როდესაც უარი ვთქვი, მითხრა, რომ გააკეთე ისევ თოქ-შოუ, ოღონდ პირობა იყო, რომ ეთერში პოლიტიკოსები არ მომეყვანა, რაზეც მე დავთანხმდი. სიტყვიერი შეთანხმება იყო, რომ ეთერში იანვარში გავიდოდა, იანვარი გავიდა, მაგრამ არაფერი“, - განაცხადა ჟურნალისტმა. ცნობისთვის, ცნობილმა ტელეწამყვანმა წერილი საჯაროდ სოციალურ ქსელ facebook-ში გამოაქვეყნა. წერილში საუბარია იმაზე, რომ მის მიერ წარდგენილი ახალი გადაცემის პროექტმა ვერ მიიღო შესაბამისი რეკომენდაცია და ასევე არ იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მისი წარმოების დაწყების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)