13:34 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 14:04:52, 685 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის რადამ მობილიზაციის შესახებ კანონი მიიღო

უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია პარლამენტის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრნდობით ავრცელებს.

როგორც იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი უკრაინის სამხედრო სამსახურის, მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის ცალკეულ საკითხებს არეგულირებს.

„მანამდე დეპუტატებმა კენჭი უყარეს მობილიზაციის შესახებ კანონპროექტიდან სამხედროების დემობილიზაციას. ის ითვალისწინებდა, იმ სამხედრო მოსამსახურეების სამსახურიდან გათავისუფლებას, რომლებმაც საომარი მდგომარეობის დროს, სულ 36 თვე იმსახურეს. ამასთან, მათი გადაყენება უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში უნდა განხორციელებულიყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, 10 აპრილს, უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საომარ მოქმედებებში მსჯავრდებულთა ნებაყოფლობით მონაწილეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics