15:07 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-07 15:47:14, 556 ნახვა

სამართალი
სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, 59 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული და რეანიმაცილ განყოფილებაში იყო. მას ჰქონდა დაზიანებული დამწვრობა თავის, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირის, ორივე ზემო კიდურის. ამას ემატებოდა სასუნთქი გზების თერმული-ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა, რაც აფეთქებამ გამოიწვია. 

თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. სამი დაშავდა, სამივე მათგანი დამწვრობის ცენტრში იქნა მოთავსებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics