03:34 - 27 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 17:07:38, 386 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ - მედცენტრში გამართა და ვიზიტის ფარგლებში არსებულ სამედიცინო სერვისებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კლინიკა ჩართულია სამინისტროს შემდეგ პროგრამებში - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება, სახსრების ენდოპროთეზირება, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები. 

მინისტრმა შეხვედრაზე სამინისტროს 2024 წლის პროგრამებზე და სიახლეებზე ისაუბრა.

 "სამინისტროს პროგრამების შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ვაგრძელებთ შეხვედრებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან. მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დანერგა ახალი პროგრამები და განახორციელა მნიშვნელოვანი პროგრამული ცვლილებები, ჩვენი მიზანია თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული ამ შესაძლებლობების შესახებ, რომ სრულფასოვნად შეძლონ მკურნალობის პროცესის წარმართვა“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

2024 წელს, სამინისტროს მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2023 წლის საწყის ბიუჯეტთან მიმართებაში - 18 020 000 ლარით გაიზარდა და 51 255 000 ლარს შეადგენს.  მიმდინარე წელს, 25 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, გაიზარდა თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და გაფართოვდება მოსარგებლე პირთა ჩამონათვალი. 

"დაიწყო ზოგიერთი აუტოიმუნური და მეტაბოლიზმის დარღვევებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა მაღალეფექტური მედიკამენტებით.

სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება გაიზარდა 20-%-ით, ჯამში გათვალისწინებულია 15 700 000 ლარამდე.  დაიწყო ინოვაციური დამხმარე ტექნოლოგიების და საკორექციო საშუალებების დაფინანსება.

15 000 ლარამდე გაიზარდა საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ოჯახების  ფინანსური დახმარება. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწია დაღუპული/მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურის დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს 5 000 ლარის ოდენობით. აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა მეომრების ოჯახებს - თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე წყალი და ტალახი ჩამოვიდა [ვიდეო]
კირბი - კამალა ჰარისი ისრაელის საიმედო მეგობარია
ერდოღანი - მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics